მთავარიპოლიტიკა

სომხური მხარე ყველა ღონეს გამოიყენებს დამნაშავეების პასუხისგებაში მისაცემად. ა. მირზოიანი

სამუშაო ვიზიტით ჟენევაში მყოფი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 2 ოქტომბერს შეხვდა ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელ თანათავმჯდომარეს, კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროს მრჩეველს ფილიპ რიკერს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოადგინა აზერბაიჯანის ბოლოდროინდელი სამხედრო აგრესიის დეტალები სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მიმართ, ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მკაფიო ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას მისი შედეგების აღმოფხვრასა და ახალი აგრესიის თავიდან აცილების მიზნით, მათ შორის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვისას.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე, რომლის ვიდეოებსაც აზერბაიჯანული მხარე ფართოდ ავრცელებს სოციალურ ქსელებში, მინისტრმა მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხური მხარე ყველა ღონეს გამოიყენებს დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისათვის.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე, გაცვალეს აზრები სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე, მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button