მთავარიპოლიტიკა

საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრად უნდა დაგმოს  ომის ეს დანაშაული  -ფაშინიანი

სოციალურ ქსელში მორიგი საშინელი ვიდეო გავრცელდა. აზერბაიჯანელი ჯარისკაცები სომეხი სამხედრო ტყვეების ჯგუფს სუვერენული სომხეთის ტერიტორიაზე თვითნებურად სჯიან, ამის შესახებ წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი Twitter-ზე სომეხი სამხედრო ტყვეების დახვრეტის  ვიდეოზე დაყრდნობით, რომელიც დღეს Telegram-ის არხებზე გავრცელდა.

„საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრად უნდა დაგმოს  ეს  სამხედრო დანაშაული  და მიიღოს შესაბამისი ზომები აზერბაიჯანის აგრესიის შესაჩერებლად“, – ნათქვამია პოსტში.

„სომხეთი გამოიყენებს ყველა არსებულ საერთაშორისო მექანიზმს, რათა უზრუნველყოს გამოძიება და ანგარიშვალდებულება. ძალადობის მსგავს ქმედებებს სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს აგრესორისთვის“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button