პოლიტიკა

სომეხი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის ვიდეო მოწმდებაა –  Le Figaro-ს დირექტორის მოადგილე

ფრანგული ჟურნალის Le Figaro-ს დირექტორის მოადგილე ჟან-კრისტოფ ბიუსონი თავის მიკრობლოგზე წერს, რომ წუხელ შემოვიდა შემზარავი ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ ხვრეტენ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები რამდენიმე სომეხ სამხედრო ტყვეს.

„წუხელ მე მივიღე შემზარავი ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ხვრეტენ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები რამდენიმე სომეხ სამხედრო ტყვეს ახლო მანძილიდან. ამ ახალ  ვიდეოს  აზერბაიჯანის ომის დანაშაულების შესახებ ამოწმებს საერთაშორისო მედია და ხელისუფლება“, – წერს ბუისონი.

მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს აზერბაიჯანელების მიერ სომეხი ტყვეების ჯგუფური დახვრეტა.  ვარაუდობენ, რომ ტრაგიკული შემთხვევა 13-14 სექტემბერს აზერბაიჯანული აგრესიის დროს მოხდა.

ნახეთ მეტი
Back to top button