აზერბაიჯანმა დაადასტურა, რომ მას 17 სამხედრო ტყვე ჰყავს. დღეს, „საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმაზე სამხედრო ტყვეების საკითხის“ განხილვისას, ეს ინფორმაცია საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში წარმომადგენლის ოფისის უფროსის მოადგილემ დიანა ქარაზიანმა გაავრცელა. „ამჟამად, ოფისი ორიენტირებულია აზერბაიჯანში სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებით გადაუდებელი ზომების მიღებაზე. თუმცა, აზერბაიჯანი ყოველთვის არ აწვდის ევროპულ სასამართლოს მოთხოვნილ ინფორმაციას. „აზერბაიჯანმა დაადასტურა, რომ ჰყავს 17 სამხედრო ტყვე, რომელთა შესახებაც ძალიან ზოგადი ინფორმაცია მოგვაწოდა“, – განაცხადა ქარაზიანმა. მისივე თქმით, ევროსასამართლო აზერბაიჯანისგან ტყვეებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მათ სამედიცინო შემოწმებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით დეტალებს ითხოვდა, მაგრამ აზერბაიჯანმა, როგორც ყოველთვის, ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა.
მსგავსი სტატიები
ცესკო – საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში 122 864-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა
13.09.2024, 16:17
დერეფნის გამო რუსეთსა და ირანს შორის ჩხუბი გამწვავდება. პუტინს ხელში ხელკეტი აქვს სომხეთისა და აზერბაიჯანის დასაშანტაჟებლად: ლილით დალაქიანი.
13.09.2024, 13:15