მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანმა დაადასტურა, რომ მას 17 სამხედრო ტყვე ჰყავს  –  სომხეთში ევროპული სასამართლოს წარმომადგენლის მოადგილე

აზერბაიჯანმა დაადასტურა, რომ მას 17 სამხედრო ტყვე ჰყავს. დღეს, „საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმაზე სამხედრო ტყვეების საკითხის“ განხილვისას, ეს ინფორმაცია საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში წარმომადგენლის ოფისის უფროსის მოადგილემ დიანა ქარაზიანმა გაავრცელა. „ამჟამად, ოფისი ორიენტირებულია აზერბაიჯანში სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებით გადაუდებელი ზომების მიღებაზე. თუმცა, აზერბაიჯანი ყოველთვის არ აწვდის ევროპულ სასამართლოს  მოთხოვნილ ინფორმაციას. „აზერბაიჯანმა დაადასტურა, რომ ჰყავს 17 სამხედრო ტყვე, რომელთა შესახებაც ძალიან ზოგადი ინფორმაცია მოგვაწოდა“, – განაცხადა ქარაზიანმა. მისივე თქმით, ევროსასამართლო აზერბაიჯანისგან ტყვეებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მათ სამედიცინო შემოწმებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით დეტალებს ითხოვდა, მაგრამ აზერბაიჯანმა, როგორც ყოველთვის, ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button