პოლიტიკა

აზერბაიჯანული გაზი არ უნდა გახდეს ომის დანაშაულებებზე თვალის დახუჭვის მიზეზი. ევროპარლამენტის წევრი

ევროპელი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით აზერბაიჯანის მიერ სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულების ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სულ უფრო ხშირად საუბრობენ აზერბაიჯანთან გაზის სამარცხვინო შეთანხმების წინააღმდეგ, რომელსაც ხელი მოაწერა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიმდინარე წლის ივლისში.

ევროპარლამენტის წევრმა რაფაელ გლუკსმანმა კონკრეტულად განაცხადა, რომ აზერბაიჯანული გაზი არ უნდა გახდეს ომის დანაშაულებზე თვალის დახუჭვის მიზეზი.

„აზერბაიჯანის ჯარების მიერ სომეხი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯა საშინელი სამხედრო დანაშაულია. ბაქოს რეჟიმი, ბატონი ერდოღანის წაქეზებით, იყენებს უკრაინის ომს სომხეთზე თავდასხმისთვის. ეს მიუღებელია. და გაზი იქნება თუ არა, ეს არ უნდა მივიღოთ“, – ამბობს ევროპარლამენტის წევრი.

ნახეთ მეტი
Back to top button