პოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი მხარისათვის არ გადაუციათ აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები  

სომხეთის  თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც კონკრეტულად ნათქვამია:

„აზერბაიჯანი, ცდილობს  რაიმე ახსნა მოუპოვოს მთელ მსოფლიოში გავრცელებულ საშინელ ვიდეოს, სადაც აზერბაიჯანელი ჯარისკაცები ხვრეტენ განიარაღებულ სომეხ ჯარისკაცებს, დღეს ქვეყნის გენერალური პროკურატურის მეშვეობით გაავრცელა ერთი სისულელე, რომლის მიხედვითაც თითქოს 6 აზერბაიჯანელი ჯარისკაცის ცხედარი, სავარაუდოდ  წამებით მოკლულების, სომხეთის მხარემ აზერბაიჯანის მხარეს  გადასცა და ის სამხედროები, რომლებიც ესვრიან ტყვეებს არიან სომეხი ჯარისკაცები“.

იმის ნაცვლად, რომ აღიაროს  მთელი ცივილიზებული სამყაროს მოწმოდებები და ჩაატაროს გამოძიება, ოფიციალური ბაქო ცდილობს საბაბების მოძებნას თავისი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი ამაზრზენი სისასტიკის გასამართლებლად.

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი სამხედროების ცხედრები აზერბაიჯანულ მხარისთვის არ გადაუცია და აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადება მხოლოდ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების დაფარვის მიზანს ემსახურება.

ნახეთ მეტი
Back to top button