პოლიტიკა

სრ-მ უნდა მიმართოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და არმიის ლიდერების დასასჯელად. თათოიანი Fox News-ს

აზერბაიჯანული “იაშმა” და “კომანდო” რაზმები არნახული სისასტიკით გამოირჩეოდნენ სომხეთის წინააღმდეგ 13-15 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმების დროს. ტყვეების მკვლელობა, მოკლული სამხედროების ცხედრების დანაწევრება, მოკლული  სამხედრო მოსამსახურე ქალების ცხედრების არაადამიანური მოპყრობა და ა.შ.

ამის შესახებ ამერიკულ Fox News-თან საუბარში  სამართლისა და სამართლიანობის ფონდის  „თათოიანის“ ცენტრის დირექტორმა არმან თათოიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა რა, რომ სომხეთმა უნდა მიმართოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის აზერბაიჯანის პრეზიდენტის, სპეცსამსახურებისა და არმიის ლიდერების (პირველ რიგში) საერთაშორისო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და დასჯისთვის.

მისი თქმით, საერთაშორისო სისხლისსამართლებრივ დევნას ექნება პრევენციული მნიშვნელობა მიმდინარე გენოციდური პოლიტიკისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button