სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრაღაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატში განაცხადეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის ოთხ ათეულზე მეტი წევრი ქვეყნის ლიდერები, ასევე ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების ლიდერები.
სამიტი პრაღის ძველ ციხესიმაგრეში გაიმართა. მონაწილე ქვეყნების ლიდერებს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ ფიალა დახვდა. პლენარული სხდომის შემდეგ გაიმართა სამიტის მონაწილეთა ერთობლივი ფოტოგადაღების ცერემონია.
ღონისძიების ფარგლებში, უსაფრთხოების თემაზე გამართულ მრგვალ მაგიდაში პრემიერ-მინისტრი ფაშინიანიც მონაწილეობდა.