მთავარიპოლიტიკა

სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა

სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა 2022 წლის 6 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან მიშელთან ოთხმხრივი შეხვედრის შედეგად მიიღეს განცხადება, რომელშიც კონკრეტულად წერია:

„სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში შეხვდნენ საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა  და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ  „ევროპის პოლიტიკური გაერთიანების“  პირველი შეხვედრის ფარგლებში.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გაეროს წესდებისა   და 1991წლის  ალმა-ატას დეკლარაციის მიმართ, რომლის მეშვეობითაც ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მათ დაადასტურეს, რომ ეს საფუძვლად დაედება დელიმიტაციის კომისიების მუშაობას და რომ ამ კომისიების შემდეგი სხდომა ოქტომბრის ბოლოს ბრიუსელში გაიმართება.

სომხეთმა გამოთქვა თანხმობა, წაახალისოს ევროკავშირის სამოქალაქო მისია აზერბაიჯანის საზღვართან. აზერბაიჯანი დათანხმდა ითანამშრომლოს აღნიშნულ მისიასთან იმდენად, რამდენადაც შეხება ექნება.  მისია მუშაობას ოქტომბერში, მაქსიმუმ ორი თვის ვადით დაიწყებს. მისიის მიზანი იქნება ნდობის ჩამოყალიბება და მისი ანგარიშების მეშვეობით სასაზღვრო კომისიების მხარდაჭერა“.

ნახეთ მეტი
Back to top button