არცახის რესპუბლიკის პარლამენტის ფრაქციებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს და გაეროს წევრ 190 ქვეყანას მოუწოდებენ აღიარონ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა. ფრაქციების განცხადებას სრულად ქვემოთ აქვეყნებს “არმენპრესი”.
„რუსეთის ფედერაციის მიერ დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების გათვალისწინებით და შემდგომ 2022 წ. 30 სექტემბერს, ზემოაღნიშნული ტერიტორიების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების ფაქტის შემდეგ არცახის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ფრაქციები აღწერენ, რომ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ 1991 წ. იურიდიული თვალსაზრისით სრულყოფილად გამოიყენა თვითგამორკვევის უფლება საერთაშორისო სამართლის ნორმების, დემოკრატიის პრინციპებისა და მაშინდელი სსრკ-ის კანონმდებლობის შესაბამისად. საერთაშორისო თანამეგობრობამ აზერბაიჯანი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა სსრკ შიდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. ამ კანონმდებლობის მიხედვით, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების დროს, მთიან ყარაბაღს არაფერი ჰქონდა საერთო მოცემულ ქვეყანასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ შევიდოდა გაეროში, ამიტომ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას საერთო არაფერი აქვს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკასთან.
გაეროს წესდების პირველი მუხლით და საერთაშორისო სასამართლოს 2010 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ხალხთა თანასწორობისა და თვითგამორკვევის პრინციპის მიღებით საერთაშორისო სამართალი არ კრძალავს ისეთი დამოუკიდებლობის გამოცხადებას, როგორიც ეს იყო კოსოვოში. არცახის რესპუბლიკის პარლამენტის ფრაქციები მოუწოდებენ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს, რუსეთის ფედერაციას, ამერიკის შეერთებულმა შტატებს , საფრანგეთს და გაეროს სხვა 190 წევრ ქვეყანას აღიარონ მთიანი ყარაბაღი, რითაც დაიცავენ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას -არსებობის უფლებას.