მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განლაგების დეტალები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია – სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო

ამის შესახებ განცხადება 6 ოქტომბერს პრაღაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვაჰან ჰუნანიანმა “არმპრესსთან” ინტერვიუში განმარტა განცხადებასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი.

– პრაღაში ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ მიღებულ იქნა განცხადება, რომლის მიხედვითაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გაეროს წესდების და 1991წ. ალმა-ატის დეკლარაციის, რომლის მეშვეობითაც ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აზერბაიჯანმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან, სადაც აზერბაიჯანელები შეიჭრნენ 2021 წლის მაისში, ნოემბერსა და 2022 წლის სექტემბერში?

– სომხურმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენული ტერიტორია მოლაპარაკებას არ ექვემდებარება. სომხური მხარის ამ პოზიციის დადასტურება პრაღაში ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ მიღებულ განცხადებაში მნიშვნელოვან ნაბიჯად მიგვაჩნია სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით. რაც შეეხება სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიიდან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გაყვანას, სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მიერ ხელყოფის შეწყვეტას და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უპირობო შენარჩუნებას, ის  ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია. განსაკუთრებით პრაღის დეკლარაციის კონტექსტში.

ასევე, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ გაეროს წესდებისადმი ერთგულების დადასტურება და 1991წ ალმა-ატას დეკლარაცია იქნება საფუძველი ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავებისა და ასევე საზღვრის დემარკაციის სამუშაოებისთვის.

– განცხადებაში მთიანი ყარაბაღის შესახებ მინიშნება არის თუ არა,  იყო თუ არა საუბარი მთიანი ყარაბაღის პრობლემაზე? რა განვითარება შეიძლება იყოს მოსალოდნელი სამომავლოდ არცახის საკითხში, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებმა დაადასტურეს, რომ აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას?

– ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენთვის მთავარია მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი. ჩვენ ვაყენებთ ამ საკითხებს ჩვენს ყველა შეხვედრაზე, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან. თუმცა, აზერბაიჯანი არ არის მიდრეკილი ამ საკითხის განხილვაზე სომხეთთან.

საერთაშორისო პარტნიორები ასევე მიდიან იმ აზრამდე, რომ მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოებისა და ყველა უფლების დაცვის საკითხები ექვემდებარება განმარტებას და ამ კუთხით სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის დისკუსიები მნიშვნელოვანია საერთაშორისოდ თვალსაჩინო მექანიზმის შექმნით.  სომხეთს ეს საკითხი შეაქვს  დღს წესრიგში აზერბაიჯანთან ყველა მოლაპარაკების დროს.

 – განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სომხეთი დათანხმდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განლაგებას აზერბაიჯანთან საზღვარზე, აზერბაიჯანი კი თანახმაა ითანამშრომლოს რამდენადაც ეს მას სშეეხება. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აზერბაიჯანი არ დათანხმდა დამკვირვებლების განთავსებას?

სომხურმა მხარემ არაერთხელ აღნიშნა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საერთაშორისო ფაქტების დამდგენი და მონიტორინგის მექანიზმების დანერგვის აუცილებლობა. ევროკავშირის სამოქალაქო მისია საქმიანობებს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე, სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე განახორციელებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა დავაფიქსიროთ, რომ აზერბაიჯანის თანხმობაზე ან უთანხმოებაზე საუბარი არ არის.

– მინდა გთხოვოთ დეტალები საზღვრის რომელ ნაწილებზე განთავსდებიან დამკვირვებლები, რა იქნება მათი ძირითადი სამუშაო, რამდენად განმუხტავს მათი ყოფნა საზღვარზე დაძაბულობას.

ევროკავშირის სამოქალაქო მისიის მიზნები, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არის ნდობის დამყარება და სასაზღვრო კომისიების დაკვირვებით მხარდაჭერა. მისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილების ფარგლებზე, კონკრეტულ ადგილებსა და სხვა დეტალებზე საუბარი, ალბათ, ნაადრევია, რადგან ეს საკითხები ჯერ კიდევ სამუშაო დისკუსიისეტაპზეა.

– შეხვედრაზე განიხილეს თუ არა აზერბაიჯანში გამართული სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხი, რა განვითარებას  შეიძლება ველოდოთ ამ საკითხში?

– აზერბაიჯანში არალეგალურად მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაუყონებლივ დაბრუნების საკითხს ყოველთვის ვაყენებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ყველა შეხვედრის დროს. გამონაკლისი არც პრაღაში გამართული შეხვედრები იყო.

ნახეთ მეტი
Back to top button