სპორტი
ევრო-2024. D ჯგუფის შესარჩევ ეტაპზე სომხეთი ხორვატიას, უელსს, თურქეთსა და ლატვიას დაუპირისპირდება

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ევრო-2024-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა.
წილისყრის შედეგად სომხეთის საფეხბურთო ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, სადაც ხორვატიას, უელსს, თურქეთსა და ლატვიას დაუპირისპირდება.
ჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ევრო 2024-ის საგზურს მოიპოვებენ. დარჩენილი სამი ადგილი 2022 წლის ერთა ლიგის წილისყრის შედეგად ჩამოყალიბებულ პლეი-ოფში ითამაშებს.
შესარჩევი ეტაპის მატჩები 2023 წლის მარტ-ნოემბერში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატი 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.