პოლიტიკა
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისი შოკირებულია სომეხი პატიმრების მკვლელობის ამსახველი ვიდეოჩანაწერით. განცხადება
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისი შოკირებულია სომეხი ტყვეების მკვლელობის ამსახველი ვიდეოჩანაწერით. ვიდეოში კარგად ჩანს სომეხი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯა. ამის შესახებ წერია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის Twitter-ის გვერდზე.
ორგანიზაცია მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამოიძიონ ეს და წინა დანაშაულები აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
„ნებისმიერი კონფლიქტის ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართალს“, – ნათქვამია პოსტში.