ნიდერლანდებში არის საბადო, რომელსაც შეუძლია შეცვალოს რუსეთის გაზი. ბლუმბერგი

ნიდერლანდებს აქვს გაზის საბადო 1 ტრილიონი დოლარის მარაგით, რაც საკმარისია რუსეთიდან მიწოდების ჩასანაცვლებლად, იტყობინება Bloomberg.
ევროპის უმსხვილესი ბუნებრივი აირის მარაგი, რომლის ღირებულება დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარია, ნიდერლანდების ქვეშ მდებარეობს. საუბარია გრონინგენის გაზის საბადოზე, რომლის მოცულობაც საკმარისია ამ ზამთარში რუსეთიდან გერმანიის გავლით ევროპაში შემოსული საწვავის უმეტესი ნაწილის ჩასანაცვლებლად, აღნიშნულია გამოცემაში.
სააგენტოს ცნობით, 1963 წლიდან საბადო ევროპისთვის გაზის მთავარი წყაროა. ახლა იქ დაახლოებით 450 მილიარდი კუბური მეტრი გაზია. Shell-ის გათვლებით, ამ საბადოდან ყოველწლიურად 50 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოპოვებაა შესაძლებელი, რაც რუსეთის მიერ გასულ წელს გერმანიის გავლით მიწოდებულ 46 მილიარდ კუბურ მეტრს შეედრება.
ბლუმბერგმა აღნიშნა, რომ ამ საბადოს კონსერვაცია გრძელდება ბურღვის შედეგად გამოწვეული მიწისძვრების გამო. დაზარალდა ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების დაახლოებით მესამედი და ისინი ბურღვის გაგრძელების კატეგორიული წინააღმდეგნი არიან. თუმცა, ევროპაში გაზის ნაკლებობამ შესაძლოა ჰოლანდიას რადიკალური ნაბიჯის გადადგმა აიძულოს. გარდა ამისა, საბადოზე პოზიციის გადახედვის მომხრეა ევროკავშირიც.