საზოგადოება

რუსეთიდან საქართველოში 81 ათასი ტონა სანქცირებული ნავთობპროდუქტი შემოვიდა

,,metronome.ge” წერს, რომ ორგანიზაცია “ანტიკორუფციული მოძრაობის” ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოში სანქცირებული ნავთობპროდუქტი – 81 ათასი ტონა ბენზინი შემოვიდა.

ორგანიზაციას ხელთ აქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ პროდუქტის გამომგზავნი არის რუსული ნავთობგიგანტი, სანქცირებული სახელმწიფო კომპანია «Роснефть», ხოლო ტვირთის ტრანსპორტირებას ახდენს შ.პ.ს. „SPG თრეიდინგი”, ტვირთის მიმღები კი შ.პ.ს. „სან პეტროლიუმ ჯორჯიაა“:

“მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ „Petrocas Energy Group“ CEO-მ ივანე ნაკაიძემ კომპანიაში რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანიის Rosneft-ის 49%-იანი წილი გამოისყიდა, თუმცა არ საჯაროვდება ფინანსური გარიგების დეტალები, გასაიდუმლოებულია Rosneft-ისთვის გადახდილი თანხის ოდენობა, რაც, როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ გარიგება იყო ფიქტიური, მიზნად კი რუსული ნავთობპროდუქტების სანქციების გვერდის ავლით ვაჭრობის ხელშეწყობას ემსახურებოდა.

აღნიშნული შესაძლოა, შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულსაც, რასაც სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

მას შემდეგ, რაც მედიაში საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია საზღვაო ტრანსპორტით, ტანკერებით სანქცირებული ნავთობპროდუქტების შემოტანის თაობაზე, როგორც ჩანს, ოლიგარქიული კლანის მფარველობის ქვეშ მყოფმა დანაშაულებრივმა სინდიკატმა ალტერნატიული გზებით, ხმელეთით სარკინიგზო ტრანსპორტით დაიწყო იგივეს კეთება, იმედით, რომ ეს ინფორმაცია არ მოხვდებოდა მედიაში. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.

ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული სქემას სავარაუდოდ, მფარველობს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი და აღასრულებს მისი უშუალო ნდობით აღჭურვილი მაღალი თანამდებობის პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე.

წარმოუდგენელია, მაშინ როცა სახელმწიფოს გაცხადებულად აქვს პოლიტიკა, რომელიც იზიარებს დასავლეთის სანქციების რუსეთთან მიმართებაში და ფორმალურად უნდა უზრუნველყოფდეს მის ეფექტიანობას თავად ხმარება სანქცირებულ რუსულ სახელმწიფო კომპანიებს გვერდი აუარონ სანქციებს.

მოძრაობა ფორმალურად მიმართავს ფინანსთა სამინისტროს, მაგრამ არ აქვს მოლოდინი რომ ამას რაიმე სახის რეაგირება მოჰყვება, თუმცა ვაპირებთ მატერიალურ მტკიცებულება გავუზიაროთ მაიკლ მაქფოლის საერთაშორისო სასანქციო ჯგუფს და ევროკავშირის უფლებამოსილ ორგანოებს“, – აღნიშნულია “ანტიკორუფციული მოძრაობის” განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button