ეკონომიკა

საქართველო და აზერბაიჯანი რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების „ისტორიულ“ პროექტს განიხილავენ

რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საკითხები საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრის, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილისა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის ფარვიზ შაჰბაზოვის თბილისში გამართული შეხვედრის მთავარი თემა გახდა, წერს “ნოვოსტი ჯორჯია”.

„მინისტრებმა განიხილეს რეგიონში შექმნილი რთული ვითარება, რამაც კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მნიშვნელობა“, – იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას ელექტროენერგეტიკის სფეროში. ამასთან დაკავშირებით მათ მიუთითეს პროექტი, რომელმაც უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ენერგოსისტემები.

შაჰბაზოვის თქმით, პროექტი, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის გარდა აზერბაიჯანსა და უნგრეთსაც მოიცავს, დივერსიფიკაციას უკეთებს ევროპაში მიწოდებულ წყაროებს და იქნება ბაქოსა და თბილისის ერთობლივი ინიციატივების გაგრძელება ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში. მან ასევე აღნიშნა, რომ ინიციატივის წარმატება გარანტირებულია ქარის ენერგიის „უზარმაზარი პოტენციალით“ კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ ნაწილში და ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

დავითაშვილმა, თავის მხრივ, ამ პროექტს საქართველოსთვის ისტორიული უწოდა. მან დაადასტურა, რომ თბილისი მზად არის შექმნას თანამშრომლობის ახალი ფორმატი წყალქვეშა გადამცემი ხაზის ირგვლივ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ელექტროენერგიის ექსპორტისა და ტრანზიტის გაზრდასთან დაკავშირებული მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, ასევე აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის ელექტროენერგიის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხიც.

აზრთა  გაცვლა მოხდა ენერგიის განახლებადი წყაროების სფეროში თანამშრომლობისა და რიგ სხვა სფეროებში. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი როლი ენერგეტიკულ თანამშრომლობას ეკუთვნის.

ნახეთ მეტი
Back to top button