პოლიტიკა

გეოპოლიტიკური და სახელმწიფო საზღვრების ცვლილება რეგიონში ირანის წითელი ხაზია – ექსპერტი

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ბაგერიმ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ ჰასანოვთან სატელეფონო საუბრისას სომხურ-აზერბაიჯანული უთანხმოების მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდა. ირანის რეაქცია მოწოდებაა თუ გაფრთხილებაა წითელი ხაზების ირგვლივ ? ამ თემაზე Radar Armenia  გაესაუბრა რეგიონულ საკითხებში ექსპერტ, აღმოსავლეთმცოდნე არმენ პეტროსიანს.

პეტროსიანის თქმით, ირანის შეიარაღებული ძალების მეთაურის განცხადება, ისევე როგორც ირანის რიგი სხვა მაღალი თანამდებობის პირების გზავნილები რეგიონულ პროცესებთან დაკავშირებით, თავსდება ირანის სამხრეთ კავკასიის პოლიტიკის კონტექსტში. რასაც ხაზი გაუსვა ირანის სულიერმა ლიდერმა ხამენეიმ, განსაკუთრებით რუსეთისა და თურქეთის ლიდერებთან ასტანას ფორმატში შეხვედრებზე.

მან შენიშნა, რომ რეგიონში გეოპოლიტიკური და სახელმწიფო საზღვრების ცვლილება ირანის წითელი ხაზებია და შეეცდება ყველანაირად გამორიცხოს მოვლენების მსგავსი განვითარება და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, რეგიონში წარმოქმნილი პრობლემების მშვიდობიანი გზი მოგვარებისკენ მოუწოდებს.

„რადგან ახლა სამხრეთ კავკასიაში აქტიური პერიოდია და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები რეგულარულად დგას დღის წესრიგში, ისევე როგორც თურქულ-აზერბაიჯანული პროექტის „ზანგეზურის დერეფნის“ განხორციელების პოლიტიკა, ამ თვალსაზრისით, ირანი გახდა  უფრო გავლენიანი,  რეგიონში მიმდინარე პროცესების კუთხით. ამიტომ, სამხრეთ კავკასიის შესახებ ირანის ოფიციალური წრეების განცხადებები და თემატური დისკუსიები ამ ლოგიკით უნდა განიხილებოდეს“, – განაცხადა არმენ პეტროსიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button