პოლიტიკა

ერევანმა შესთავაზა რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განხილვა სომხეთ-რუსეთ-აზერბაიჯანის საპარლამენტო ფორმატში  –  მოსკოვის რეაქცია დადებითია

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინმა მოსკოვში სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან ალენ სიმონიანთან შეხვედრისას მხარი დაუჭირა თავისი კოლეგის წინადადებას განიხილოს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები საპარლამენტო ფორმატში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო სათათბიროს ვებგვერდმა  გაავრცელა.

აღნიშნულია, რომ ვიაჩესლავ ვოლოდინი სომხეთში რუსული ენის მდგომარეობას ცალკე შეეხო. მან ყურადღება გაამახვილა სომხეთში რუსულენოვანი სკოლების გახსნის საკითხზე.

„ვიაჩესლავ ვოლოდინმა ასევე შესთავაზა სომხეთის დელეგაციას მოსკოვში ვიზიტის დროს სამუშაო დღის წესრიგის გაფართოება. ეროვნული ასამბლეის დეპუტატები შეხვდებიან სახელმწიფო სათათბიროს და პროფილის კომიტეტების ყველა ფრაქციის ხელმძღვანელებს შემდგომი მუშაობის საკითხების ჩამოსაყალიბებლად. ამ შეხვედრების შედეგი უნდა იყოს კონკრეტული წინადადებები სახელმწიფო სათათბიროსა და სომხეთის ეროვნულ ასამბლეას შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთქმედების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვიაჩესლავ ვოლოდინი და ალენ სიმონიანი შეთანხმდნენ, რომ 11 ოქტომბერს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და განიხილონ სრ  ეროვნული ასაბლეის მუშაობის შედეგები.

ნახეთ მეტი
Back to top button