არ გაუვლია საბაჟო ასაფეთქებლით დატვირთულ ტრაილერს, არ ვფიქრობ, რომ თავი უნდა ვიმართლო – კაკაურიძე რუსეთის ბრალდებაზე
,,მთვარი არხი” წერს, რომ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე რუსული მედიის ინფორმაციას, რომ სატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა, საქართველოს ტერიტორია გაიარა, უარყოფს:
“არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს. მე არ მაქვს არანაირი ვალდებულება თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს რომ საქართველოს საზღვარი გაიარა, გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან. თუმცა, ის, რომ ვიღაცამ თქვა უბრალოდ და ამიტომ მე თავი უნდა ვიმართლო, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ თავი უნდა ვიმართლო. მე ვიცი რომ საბაჟო საზღვარი არ გაუვლია.” ამბობს კაკურიძე.
შეგახსენებთ, კრემლი ამტკიცებს რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებაში ქართველებიც მონაწილეობდნენ. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურის ინფორმაციით, 8 ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 8 პირი, მათგან რუსეთის 5, უკრაინის და სომხეთის 3 მოქალაქე, გამოვლენილია ტერაქტის მომზადების 12 თანამზრახველი, მათგან 2 საქართველოს მოქალაქეა.
დასახელებულია მათი ვინაობაც – სანდრო ინასარიძე და ვინმე ლევანი. მოსკოვის მტკიცებით, აფეთქება უკრაინის დაზვერვის ხელმძვანელმა კირილ ბუდანოვმა დაგეგმა.