საზოგადოება

სომეხი პატიმრების წამების ახალ ვიდეოს თავდაცვის სამინისტრო სწავლობს

ტელეგრამის არხებზე მიმდინარეობს ვიდეოს გავრცელება. დაახლოებით 30 წამიან კადრებში ჩანს სამი დასისხლიანებული სამხედრო მოსამსახურე, რომელთაგან ერთი მოკლულია, ორი კი დაჭრილია. სრ თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არამ თოროსიანმა Factor.am-თან საუბარში აღნიშნა, რომ ვიდეო ამჟამად შესწავლის პროცესშია. შეგახსენებთ, სულ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც სომეხი სამხედრო ტყვეების მკვლელობა იყო ასახული, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. ამასთან დაკავშირებით, სრ-ამ უკვე მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შუალედური ღონისძიების გამოყენების შესახებ. ვიდეოში ნაჩვენებია 8-9 ადამიანი, რომელთაგან ზოგიერთი უკვე იდენტიფიცირებულია. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პრაღაში 6 ოქტომბერს შეხვდნენ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში. მოგვიანებით გავრცელდა შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია: „სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გაეროს წესდების და 1991წ ალმა-ატას დეკლარაციის მიმართ, რომლის მეშვეობითაც ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მათ დაადასტურეს, რომ ეს საფუძვლად დაედება დელიმიტაციის კომისიების მუშაობას და რომ ამ კომისიების შემდეგი სხდომა ოქტომბრის ბოლოს გაიმართება ბრიუსელში“.

ნახეთ მეტი
Back to top button