პოლიტიკა

სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოში ნატოს კომუნიკაციების ოფისის ხელმძღვანელი მიიღო

11 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარუირ ჰოვანისიანმა მიიღო საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი. ამის შესახებ სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან ვიგებთ. მხარეებმა სომხეთ-ნატოს თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სომხეთის სამშვიდობო დანაყოფების უწყვეტ ჩართვას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, მათ შორის ნატოს ეგიდით. შეხვედრაზე საერთაშორისო და რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. სომხურმა მხარემ ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალების მხრივ  სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებას, სომეხი სამხედრო ტყვეების რეპატრიაციას და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უპირობო შენარჩუნებას. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ნატოს მუდმივ მხარდაჭერას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის საქმიანობის მიმართ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის მიმართულებით.

ნახეთ მეტი
Back to top button