საზოგადოება

ქართველმა მებაჟეებმა სომხეთიდან ხიზილალა უკან გააბრუნეს

ქართველმა მებაჟეებმა სომხეთიდან 200 კგ ხიზილალა ამოიღეს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

უწყების ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში “სადახლო-საავტომობილო“ სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი, ხიზილალით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს.

“საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარების მიერ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ტვირთზე გამოვლენილი იქნა ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი (200 კილოგრამი ხიზილალა) უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნახეთ მეტი
Back to top button