„Standard and Poor’s“-ის სარეიტინგო სააგენტომ კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის სუვერენული რეიტინგი „სტაბილური“ პერსპექტივით.

“Standard and Poor’s”-ის სარეიტინგო სააგენტომ სომხეთის რესპუბლიკის გრძელვადიანი/მოკლევადიანი სუვერენული დაკრედიტების უცხოურ ვალუტაში და ეროვნულ ვალუტაში “B+”/”B” რეიტინგი “სტაბილური” პერსპექტივით ხელახლა დაადასტურა. ინფორმაციას ავრცელებს სრ ფინანსთა სამინისტრო.
„აღნიშნულია, რომ სომხეთის სტაბილური ეკონომიკური ზრდა, გეოპოლიტიკური რისკების შემცირება, სომხეთის საგარეო პოზიციის გაძლიერება და საგარეო ვალის დაგროვების ნელი ტემპი ხელს შეუწყობს სომხეთის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას. სააგენტოს მიერ სომხეთისთვის მინიჭებული რეიტინგის ხელახალი დადასტურება პოზიტიურ იმპულსს წარმოადგენს, განსაკუთრებით გლობალური და რეგიონული მოვლენებისა და მათ მიერ გამოწვეული მაკროეკონომიკური გაურკვევლობების გათვალისწინებით და ადასტურებს ეკონომიკური განვითარების ტემპების პოზიტიურ დინამიკას, მთავრობის მიერ განხორციელებული სოციალურ-ეკონომიკური რეფორმებისა და განსაკუთრებით მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას.
რეიტინგის ხელახალი დადასტურების საფუძველში 2022 წ. წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდაა, განპირობებული ხალხის და კაპიტალის შემოდინებით, ამის შედეგად შიდა მოთხოვნის ზრდით, საგადასახადო შემოსავლების მაღალი ტემპით, აღნიშნული ფაქტორებით, ასევე სახელმწიფო ვალის /მშპ კოეფიციენტის შემცირებით დრამის გამყარების ქვეშ. „სტაბილური“ პერსპექტივა განპირობებულია სააგენტოს მოლოდინებით მომავალ წელს და საშუალოვადიან პერიოდში სტაბილური ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებით. შეტყობინებაში, როგორც შესაძლო რისკები, ასახულია რუსეთის, როგორც სრ-ს მთავარი სავაჭრო პარტნიორის და ფულადი გზავნილების მთავარი წყაროს ეკონომიკური დაცემის შესაძლო შედეგები და აზერბაიჯანთან სამხედრო დაძაბულობის პირობებში არსებული ფაქტორები.