საზოგადოება

„მე ვარ ევროპელი და უარს ვამბობ სომხების ხოცვა-ჟლეტის დაფინანსებაზე აზერბაიჯანული გაზის სანაცვლოდ. ფლეშმობი Twitter-ზე

“მე ვარ ფრანგი, მე ვარ შვეიცარიელი, მე ვარ ბელგიელი, მე ვარ კორსიკელი, მე ვარ არგენტინელი… მე ვარ ევროპელი და უარს ვამბობ სომხების ხოცვა-ჟლეტის დაფინანსებაზე აზერბაიჯანული გაზის სანაცვლოდ. #დადექი სომხეთთან”. სოციალურ ქსელ ტვიტერზე ამოქმედდა ფლეშმობი, რომელშიც მონაწილეები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას ევროპული ქვეყნების დუმილით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომეხი ტყვეების მიმართ ჩადენილი სისასტიკით ევროპაში მიწოდებული აზერბაიჯანული გაზის სანაცვლოდ.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ტელეგრამის არხებზე სომეხი პატიმრების წამების ახალი ვიდეო გავრცელდა. კადრში, რომელიც დაახლოებით 30 წამს გაგრძელდა, ასახულია სამი სისხლიანი ჯარისკაცი, რომელთაგან ერთი მოკლულია, დანარჩენი ორი კი დაჭრილია. და სულ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც სომეხი სამხედრო ტყვეების დახვრეტის მომენტი იყო ასახული. კადრებში ჩანს 8-9 სამხედრო ტყვე, რომელთაგან ზოგიერთი უკვე იდენტიფიცირებულია. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შემდეგ, ევროპა ცდილობს მთლიანად დათმოს რუსული გაზი, სამაგიეროდ, აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაორმაგება გამოაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 18 ივლისს ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button