მთავარიპოლიტიკა

სომხური მხარე ელის რუსეთის მხარდაჭერას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სომხეთის ტერიტორიიდან გაყვანაში  –  მირზოიანი

12 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ასტანაში შეხვდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.

საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის რიგ საკითხებს. გაცვალეს აზრები სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავებაზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე.

არარატ მირზოიანმა და სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2020წ.  9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრისა და 26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებებით მიღწეული შეთანხმებების განხორციელების აუცილებლობას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საზღვრის დემარკაციისა და საზღვრის უსაფრთხოების საკითხებზე კომისიების მნიშვნელობას, ასევე რეგიონში ეკონომიკური კავშირებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის მიმართულებით გაწეულ მუშაობას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანის ბოლო აგრესიის შედეგად სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე შემოჭრილი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობაზე და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნების აუცილებლობაზე. განხილული იქნა სასაზღვრო სიტუაციის მონიტორინგისა და კონტროლის საერთაშორისო მექანიზმები.

მინისტრმა მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხური მხარე ელის რუსეთის, როგორც სტრატეგიული მოკავშირის ცალსახა პოზიციას და მხარდაჭერას სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიიდან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გაყვანის საქმეში.

ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების კონტექსტში, არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა სომეხი სამხედრო ტყვეებისა და სხვა დაკავებული პირების რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნების აუცილებლობას. სომხურმა მხარემ ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის მიერ სომეხი სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ ჩადენილი სასამართლოს გარეშე მკვლელობების, წამებისა და სხვა სამხედრო დანაშაულების ჩამდენთა და ორგანიზატორთა პასუხისმგებლობაში მიცემას.

სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის სამოკავშირეო ურთიერთობების ფართო დღის წესრიგი.

ნახეთ მეტი
Back to top button