საერთაშორისო

ყოველთვის გამჭვირვალედ ვაცხადებთ თუ რატომ ზრუნავს ამერიკა საქართველოზე – კელი დეგნანი

ყოველთვის გამჭვირვალედ ვაცხადებთ თუ რატომ ზრუნავს ამერიკა საქართველოზე –
ამის შესახებ კელი დეგნანმა ქვეყანაში ამერიკული დაფინანსების შესახებ “ხალხის ძალის” განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა.

ამერიკის ელჩის თქმით, ვაშინგტონი მხარს უჭერდა საქართველოს აეშენებინა დემოკრატიული ინსტიტუტები, რაც აუცილებელია ევროკავშირსა და NATO-ში გასაწევრიანებლად. “შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენ ხელშია” – ამბობს ელჩი.

“ჩვენ ყოველთვის ცხადად, თანმიმდევრულად და გამჭვირვალედ ვაცხადებთ, რატომ ზრუნავს აშშ საქართველოზე და რას აკეთებს აშშ საქართველოში. 30 წლის განმავლობაში, იმის მიუხედავად, რომელი ძალა იყო ხელისუფლებაში. აშშ მხარს უჭერდა საქართველოს ძალისხმევას, რომ აეშენებინა დემოკრატიული ინსტიტუტები, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საქართველოს უმრავლესობას სურს, არამედ იმიტომ, რომ ეს აუცილებელია, რათა საქართველო ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანდეს, რაც ასევე სურს საქართველოს დიდ უმრავლესობას.

საქართველოს პარლამენტის წევრების და პოლიტიკური ლიდერების მაქსიმალური ფოკუსირება უნდა მოხდეს, რომ მიღწეულ იქნას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნისთვის. საქართველომ ბევრი რამ გააკეთა და შეასრულა ასოცირების, თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო მიმოსვლის შეთანხმებაში. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენ ხელშია, მაგრამ საქართველოს ლიდერებმა ასპროცენტიანი ფოკუსირება უნდა მოახდინონ ამის მისაღწევად საქართველოს მოსახლეობისთვის, რადგან სწორედ ეს სურს საქართველოს მოსახლეობას. აშშ ფოკუსირებულია, დაეხმაროს საქართველოს, მიაღწიოს ამას,” – განაცხადა კელი დეგნანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button