კულტურა

კრისტინა აგილერას სოლო კონცერტი ერევანში გადაიდო

მსოფლიოში ცნობილი პოპ მომღერლის კრისტინა აგილერას ერევნის სოლო კონცერტი, რომელიც 2022 წლის 22 ოქტომბერს „ჰრაზდანის“ სტადიონზე უნდა გამართულიყო, გადაიდო.

“არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ შეტყობინება “ჰაიას” ოფიციალურ “ინსტაგრამის” გვერდზე გამოქვეყნდა. ფესტივალის ფარგლებში მომღერლის კონცერტიც უნდა გამართულიყო.

შეტყობინების ტექსტში ნათქვამია: ფესტივალმა “ჰაია”-მ და პოპულარული მომღერლის თანამშრომლებმა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სულისკვეთების გაზიარებით, კრისტინა აგილერას ერევანში კონცერტის გადადება გადაწყვიტეს. კონცერტის ახალი თარიღი მალე გახდება ცნობილი. ყველა შეძენილი ბილეთი მოქმედებს“.

„ჰაიას“ ფესტივალის ფარგლებში ერევანში სოლო კონცერტები გამართეს Zaz, 50 Cent, Led Zeppelin Symphony-მა.

ნახეთ მეტი
Back to top button