საზოგადოება

სომხეთში ათდღიანი აღწერა დაიწყო

სომხეთში 13 ოქტომბერს 10 დღიანი აღწერა დაიწყო.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს უკვე მესამე აღწერაა.

მანამდე, აღწერა სომხეთში 2001 და 2011 წლებში ჩატარდა.

წელს პირველად აღწერისთვის კომბინირებული მეთოდი იქნება გამოყენებული. ძირითადი მნიშვნელოვანი მშრალი რიცხვები მიიღება ადმინისტრაციული რეესტრიდან: ეროვნება, მოქალაქეობა, ასაკი, შემდეგ კითხვებს დაუსვამენ მოქალაქეებსაც. ჩატარდება 25 პროცენტიანი შერჩევის კვლევა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღმრიცხველი ეწვევა ყოველ მე-4 ოჯახს თითოეულ დასახლებაში, შეავსებს ელექტრონულ კითხვარს პლანშეტის გამოყენებით. ის პირველად ტარდება ელექტრონულად. კითხვები მიმართული იქნება ზრდასრულ ადამიანზე, რომელიც ამჟამად ცხოვრობს მოცემულ მისამართზე.

ასევე შეგროვდება მონაცემები ადამიანების განათლების, ჯანმრთელობის, მუშაობის, საცხოვრებელი პირობების შესახებ. სულ ჩართული იქნება 39 ძირითადი კითხვა და კიდევ 5 კითხვა საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ.

აღწერის შედეგები მზად იქნება 1 წელიწადში.

ნახეთ მეტი
Back to top button