მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირმა ოფიციალურად დაამტკიცა სომხეთში სადამკვირვებლო მისიის განთავსება

დღეს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, სომხეთის მხარეზე, ევროკავშირის 40 მონიტორინგის ექსპერტის განთავსებაზე, რათა დააკვირდნენ, გააანალიზონ და მოახსენონ რეგიონში არსებული ვითარების შესახებ.

აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება 6 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის, პრეზიდენტ ალიევის, პრეზიდენტის მაკრონისა და პრეზიდენტის მიშელის ოთხმხრივ შეხვედრას მოჰყვა და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენას, ნდობის განმტკიცებას და საერთაშორისო საზღვრის დემარკაციას ორ სახელმწიფოს შორის. „ევროკავშირი განათავსებს 40 დამკვირვებელ ექსპერტს სომხეთის საერთაშორისო საზღვარზე აზერბაიჯანთან, იმ არასტაბილურ ვითარებაში ნდობის აღდგენის მიზნით, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და კონფლიქტის მოგვარების პროცესს. ეს არის ევროკავშირის სრული ერთგულების კიდევ ერთი დასტური სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის მიღწევის საბოლოო მიზნისადმი“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა.

ნახეთ მეტი
Back to top button