პოლიტიკა

“მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭების მზაობას” – PES-ის რეზოლუცია

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ გერმანიაში მიმდინარე ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს რეზოლუცია, სადაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია.

“მხარს ვუჭერთ უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და მზადყოფნას, მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც. მათი მომავალი ევროკავშირშია და გვინდა, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე მას შემდეგ, რაც ქვეყნები ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ – მათ შორის კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას”, – ვკითხულობთ რეზოლუციაში.

ცნობისთვის, 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – ევროპული პერსპექტივა აღიარა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინასწარი პირობები წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

ნახეთ მეტი
Back to top button