პოლიტიკა

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი აწარმოებს მობილიზაციას, ეს ჩვენი მოქალაქეების ძალით ჩართვაა უსამართლო ომში – ზურაბიშვილი

,,მთავარი არხი” წერს, რომ “ომი უკრაინაში უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ასევე ჩვენი ქვეყნებისთვის, ევროპისთვის და ალბათ მსოფლიოსთვის მთლიანად და ამიტომ არ შეიძლება, რომ გაიმარჯვოს აგრესიამ, არ შეიძლება გაიმარჯვოს უსამართლობამ, არ შეიძლება გაიმარჯვოს არაადამიანურობამ. ჩვენთვის, როგორც ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ოკუპირებული ტერიტორიები,ე ეს გამოწვევა კიდევ უფრო მძაფრია და კიდევ უფრო მას შემდეგ, რაც რუსეთმა მობილიზაცია გამოაცხადა თავის ტერიტორიაზე, რაც რუსეთმა დაარიგა რუსული პასპორტები ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აწარმოებს მობილიზაციას, რომელიც ეხება ჩვენ მოქალაქეებს, ეს არის მათი ყველანაირი უფლებების დარღვევა, მათი ძალით ჩართვა იმ უსამართლო ომში, რომელიც არანაირად მათი ომი არ არის”. 

თქვა მოლდოვის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button