მთავარიპოლიტიკა

სომეხი სამხედრო ტყვეების დახვრეტა სამხედრო დანაშაულია  –  Human Rights Watch

აზერბაიჯანული ძალების მიერ სომეხი სამხედრო ტყვეების დახვრეტა არის სამხედრო დანაშაული, რომლის დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ.

Human Rights Watch-მა გააანალიზა ოქტომბრის დასაწყისში სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც ჩანს სულ მცირე შვიდი სომეხი სამხედრო ტყვეს მკვლელობა.

დატყვევებული ჯარისკაცების მკვლელობა  ომის საშინელი დანაშაულია, ამბობს ჰიუ უილიამსონი, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი.

„აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება, რომელიც გარდა დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემისა, უნდა იყოს მთავარი გარანტი იმისა, რომ მსგავსი ძალადობა აღარასოდეს განმეორდება“, – ამბობს უილიამსონი.

„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ან ომის კანონები მოითხოვს საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებს ჰუმანურად მოექცნენ სამხედრო ტყვეებს ნებისმიერ ვითარებაში. ჟენევის მესამე კონვენცია არეგულირებს სამხედრო ტყვეებთან მოპყრობას, რომელიც ძალაში შედის დატყვევების მომენტიდან.

ის იცავს სამხედრო ტყვეებს „ძალადობის ან დაშინების, შეურაცხყოფისა და საზოგადოების ცნობისმოყვარეობისგან“.

ომის დანაშაულია სამხედრო ტყვეების განზრახ მოკვლა, მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა ან წამება, განზრახ დიდი ტანჯვის მიყენება, სხეულის ან ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანებების მიყენება“, – აცხადებს Human Rights Watch.

ნახეთ მეტი
Back to top button