პოლიტიკა

შვეიცარიელმა დეპუტატმა არ გამორიცხა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობა

შვეიცარიის პარლამენტის წევრმა, სომხურ-შვეიცარიის მეგობრობის ჯგუფის წევრმა სტეფან მიულერ-ალტერმატმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესება არ გამორიცხა. ამის შესახებ მან ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ყველა ის სანქცია, რაც სხვა კონფლიქტებში იყო გამოყენებული, მაგალითად, რუსეთისა და უკრაინის შემთხვევაში, აზერბაიჯანზეც უნდა გავრცელდეს.

”ეს ერთმნიშვნელოვანია. არ შეიძლება, რომ აგრესორი დარჩეს სანქციების გარეშე. ვფიქრობ, შემდეგი უნდა გავაკეთოთ. ყველა აგრესორს თანაბრად უნდა მოვეპყროთ. შვეიცარიას აქვს აზერბაიჯანის მრავალი ფასიანი ქაღალდი და ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მათ გააცნობიერონ, რომ შვეიცარია არ არის მხოლოდ ფულის შესანახად უსაფრთხო ადგილი. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button