სპორტი

ქართველ ალპინისტებს „ოქროს წერაყინი“ გადასცეს აქამდე აუსვლელი მწვერვალის დაპყრობისთვის

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ ქართველ ალპინისტებს — არჩილ ბადრიშვილს, ბაქარ გელაშვილსა და გიორგი ტეფნაძეს — გადასცეს ალპინიზმის სფეროში უმნიშვნელოვანესი ჯილდო „ოქროს წერაყინი“.

ქართველმა ალპინისტებმა ჯილდო დაიმსახურეს 7303 მეტრი სიმაღლის მწვერვალის დაპყრობით, სადაც აქამდე ფეხი არავის დაუდგამს და რომელიც ერთ-ერთ ურთულეს მარშრუტად მიიჩნევა.

Saraghrar Northwest
ქართველი ალპინისტების გავლილი მარშრუტი მწვერვალ „სარაგრარ ჩრდილო-დასავლეთზე“

მწვერვალი „სარაგრარი ჩრდილო-დასავლეთი“ (Saraghrar Northwest) პაკისტანის დასავლეთით, ავღანეთის საზღვართან მდებარეობს. მწვერვალზე ასვლა 1970-80-იან წლებში სცადეს, მაგრამ უშედეგოდ.


ფოტო: ალპინისტების ასვლა მწვერვალზე/არჩილ ბადრიაშვილი

როგორც ჯილდოს ჟიური წერს, მათ ქართველი ალპინისტების დაჯილდოება რამდენიმე მიზეზით გადაწყვიტეს და პირველ რიგში, ეს იყო აქამდე აუსვლელი მწვერვალის დაპყრობა, ალპინისტთა გუნდის მცირე ზომა (მხოლოდ 3 კაცი) და ალპინისტური გზის განსაკუთრებული სირთულე, რომლის დაძლევასაც დასჭირდა ხანგრძლივი ცოცვა და მნიშვნელოვანი ტექნიკური სირთულეების დაძლევა.

ნახეთ მეტი
Back to top button