საზოგადოება

განადგურებულია პოლონეთიდან შემოტანილი 52 ათასი კგ საქონელი – რა აღმოჩნდა ქათმის გაყინულ ხორცში?

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ კონტროლის სამსახურმა პოლონეთიდან შემოტანილი გაყინული ქათმის 52 ათასი კგ ხორცი გაანადგურა – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას:

„საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, პოლონეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცის (52 000 კილოგრამი) ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, საქონლის სანიტარიული ნორმების შეუსაბამობა გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების, „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის” მე-16 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნახეთ მეტი
Back to top button