მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და ინდოეთის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ინდოეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სრ თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი შეხვდა ინდოეთის თავდაცვის მინისტრს შრი რაჯნათ სინგს. “არმენპრესის” მიხედვით ამის შესახებ სურენ პაპიკიანმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

„ინდოეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შევხვდი ინდოეთის თავდაცვის მინისტრს შრი რაჯნათ სინგს.

ჩვენ კმაყოფილება გამოვთქვით თანამშრომლობის არსებული დონით, თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებით, განვიხილეთ ორმხრივი სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის რიგი საკითხები.

მე წარმოვადგინე ბოლო აზერბაიჯანული აგრესიის შედეგად შექმნილი სიტუაცია და მადლობა გადავუხადე ინდოეთს საერთაშორისო ინსტანციებში მკაფიო პოზიციისთვის.

შეხვედრის დასასრულს მე მოვიწვიე ჩემი კოლეგა, ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს სომხეთს“, – ნათქვამია ჩანაწერში.

მანამდე სრ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, რომ სამუშაო ვიზიტით ინდოეთში გაემგზავრა სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის სურენ პაპიკიანის ხელმძღვანელობით.

ნახეთ მეტი
Back to top button