პოლიტიკა

შეიძლება თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იყოს აზერბაიჯანის პროვოკაციების შემაკავებელი? განმარტავს პოლიტოლოგი

მაშინ, როცა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სომხეთში განსალაგებელი მისიის დამკვირვებლების მანდატი დაამტკიცა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დისლოცირებისთვის უკვე 40 ადამიანია ჩამოსული, აზერბაიჯანი სამხედრო ესკალაციას ცდილობს. თემაზე ,,ტელეკომპანია ფაქტორი“ ესაუბრა უსაფრთხოების პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტ, პოლიტოლოგი რობერტ ღევონდიანს.

ღევონდიანის თქმით, პროვოკაციები გაგრძელდება და ეს არის ბაქოს პოლიტიკა. საზღვარზე დამკვირვებლების განლაგება არანაირად არ იმოქმედებს ბაქოს პროვოკაციებზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხური მხარე მზად უნდა იყოს ამ პროვოკაციებისთვის, მზად უნდა იყოს მათ მიმართ.

„დამკვირვებლები იმუშავებენ გარკვეული ფუნქციების ფარგლებში და მიაწვდიან ინფორმაციას ევროპას, აშშ-ს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ევროკავშირს, რადგან ისინი მოდიან ამ მანდატით და ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია მოქნილი მუშაობის წყალობით სომხეთის, ბაქოზე ზეწოლის გაზრდის შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

ნახეთ მეტი
Back to top button