მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირის დამკვირვებლების 40-კაციანი ჯგუფი მალე სომხეთში ჩამოვა –  ფაშინიანი

ამის შესახებ აღნიშნა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და მიესალმა ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის მუშაობის დაწყებას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ და შეახსენა, რომ შესაბამისი შეთანხმება 4 ოქტომბერს პრაღაში ოთხმხრივ შეხვედრაზე იქნა მიღწეული. „სიამოვნებით უნდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირის პარტნიორებმა ძალიან ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და მიიღეს გადაწყვეტილებები. ხოლო მოსამზადებელი ჯგუფი უკვე სომხეთშია, უკვე მუშაობს და მთავარი ჯგუფი, 40 კაციანი სადამკვირვებლო მისია, უახლოეს მომავალში სომხეთში ჩამოვა.

„ თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ სადამკვირვებლო მისია იმუშავებს 2 თვის განმავლობაში. ამჟამად საექსპერტო სფეროში არის მოსაზრებები, რომ მისიის ვადა უნდა გავახანგრძლივოთ ან ვეცადოთ, რომ მისია იყოს მუდმივი, ამაში დარწმუნებული არ ვარ, მაგრამნებისმიერ შემთხვევაში ეს არის თემა, რომელზეც რეგიონში ჩვენი საზოგადოება და ექსპერტები განიხილავენ, თუკი ასეთ შესაძლებლობას და აუცილებლობას დავინახავთ, არ გამოვრიცხავ, რომ უფრო ღრმად შევისწავლოთ პრობლემა“, – განაცხადა პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button