21-27 ოქტომბერს, სომხეთის მთავრობის მოწვევით, ეუთო სომხეთში საჭიროებების შეფასების ჯგუფს აგზავნის, ამის შესახებ იუწყება ეუთოს ოფიციალური ვებგვერდი.
აღნიშნულია, რომ გუნდის ვიზიტის მიზანია ეუთოს მანდატისა და გამოცდილების შესაბამისად და უსაფრთხოების ინტეგრირებული კონცეფციის ფარგლებში სიტუაციის შეფასება ზოგიერთ სასაზღვრო რეგიონში.
საერთაშორისო ექსპერტებისგან და ეუთოს სამდივნოს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ტექნიკური გუნდი ეწვევა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე ტერიტორიებს და კონსულტაციებს გამართავს შესაბამის ეროვნულ და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან, ასევე იქნება ადგილზე კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან.