ეკონომიკა

სომხური თანამგზავრი 90%-ით მზადაა ექსპლუატაციისთვის,  იმაზე სწრაფად ვიდრე ვგეგმავდით  –  მინისტრის მოადგილე

სომხეთის  პარლამენტის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში მუდმივმოქმედ კომიტეტში განიხილება პროექტი „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კონვენციის რატიფიცირების შესახებ გარე სივრცის მშვიდობიანი მიზნებისათვის ძიებისა და გამოყენების სფეროში“. სომხეთის  მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის მოადგილემ ავეტ პოღოსიანმა  კომისიის თავმჯდომარის სისაკ გაბრიელიანის კითხვაზე, თუ რა ინფორმაციას ფლობს  კოსმოსში სომხური თანამგზავრის გაშვებისა და კოსმოსური მართვის ცენტრის შექმნის შესახებ,  უპასუხა: „კონფიდენციალობის  რეჟიმიდან გამომდინარე, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვმუშაობთ, რათა  დაგეგმილ  თარიღებზე ადრე მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს. თანამგზავრმა 100 პროცენტით გაიარა ყველა ტესტი და შემოწმება. დღეს მე მივიღე ანგარიში, რომლის მიხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი თანამგზავრის 90 პროცენტი მზადაა ექსპლუატაციისთვის,  ანუ იმაზე სწრაფად, ვიდრე ველოდით“.

ნახეთ მეტი
Back to top button