მთავარიპოლიტიკა

სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საჭიროებების შეფასების მისიის წევრები მიიღო

22 ოქტომბერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მიიღო ეუთოს საჭიროებების შეფასების მისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ეუთოში პოლონეთის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი რობერტ არკადიუშ ტკაჩიკი.

მიესალმა რა მისიის წევრებს, მინისტრმა მირზოიანმა ხაზი გაუსვა, რომ ეუთოს საჭიროებების შეფასების მისია სომხეთში, რომლის აუცილებლობა წარმოიშვა 13-14 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ, სრულად შეესაბამება ორგანიზაციის მანდატსა და მიზნებს.

სომხეთის რესპუბლიკაში ეუთოს საჭიროებების შეფასების მისიის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს ეუთოს ამჟამინდელმა თავმჯდომარე ქვეყანამ და სამდივნომ, ეუთოს მინისტრთა საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომლებიც მიღებულ იქნა ორგანიზაციის ყველა მონაწილე ქვეყნის შეთანხმებით.

სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მისიის საქმიანობა, დაკვირვებები და საბოლოო ანგარიში ეუთოს თავმჯდომარეობის, სამდივნოსა და წევრი ქვეყნებისთვის ობიექტური ინფორმაციის წყარო იქნება აზერბაიჯანული აგრესიის შემდეგ შექმნილი სიტუაციის შესახებ, ასევე როლს შეასრულებს შესაძლო ახალი აგრესიის თავიდან აცილების  და რეგიონში სტაბილური მშვიდობის დამყარების საქმეში.

შეხვედრაში მონაწილე სრ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა მისიის წევრებს გააცნო სასაზღვრო რეგიონებში არსებული მდგომარეობა.

ნახეთ მეტი
Back to top button