მთავარიპოლიტიკა

ბრიუსელში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის  კომისიის სხდომა გაიმართება

ნოემბრის პირველ კვირას ბრიუსელში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის  კომისიის სხდომა გაიმართება.

აღნიშნული ინფორმაცია “არმპრესთან” საუბარში ვიცე-პრემიერის  მჰერ გრიგორიანის ოფისში დაადასტურეს.

ოქტომბრის ბოლოს, ბრიუსელში კომიტეტის სხდომის გამართვის შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნა ოთხმხრივი შეხვედრის დროს ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შორის. მოგვიანებით, სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის „ტვიტერის“ მიკრობლოგში დაწერა, რომ სომხეთმა შესთავაზა აზერბაიჯანს 31 ოქტომბერს ბრიუსელში საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის  კომიტეტის სხდომის გამართვა.

ნახეთ მეტი
Back to top button