მთავარიპოლიტიკა

თბილისს შუამავალის რესურსი არ გააჩნია, მას  შეუძლია მხარეებს სივრცე, ყავა და ჩაი შესთავაზოს  –   ექსპერტი

საქართველოში ალიევის განცხადება აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ფორმატის შექმნის შესახებ აღიქმება ისე, რომ შესაძლებელია თბილისი გახდეს  მხარეებს შორის დიალოგის პლატფორმა.

სამუშაო ვიზიტით თბილისში მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ემხრობა  სამმხრივი ფორმატის აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის  შექმნის ინიციატივას. გარდა ამისა, ხაზგასმით აღნიშნა,  თუ სომხეთი მზად არის, ისინი მზად არიან დღეიდანვე აამოქმედონ ეს  ფორმატი.

ალიევს არ უთქვამს, როგორ წარმოუდგენია ეს, მაგრამ პოლიტოლოგ გელა ვასაძის თქმით, საქართველოს როლი ამ მომენტში მხოლოდ მოლაპარაკებისათვის სივრცის გამოყოფით შემოიფარგლება.

„საქართველოში შეიძლება იყოს სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგის ფორმატი და არა საქართველოს მონაწილეობით, რადგან საქართველოს არ აქვს რესურსი, გავლენის ბერკეტი არც სომხეთზე და არც აზერბაიჯანზე. საქართველო უბრალოდ არის მთავარი დაინტერესებული მხარე რეგიონში მშვიდობის დამყარების საკითხში“.

ნახეთ მეტი
Back to top button