პოლიტიკა

ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი არ იყო ინფორმირებული- მათი შეხვედრა არ შემდგარა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს არ ეცნობა მისი აზერბაიჯანელი კოლეგის ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტის შესახებ და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ორი სახელმწიფოს მეთაურის შეხვედრა არ შემდგარა.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილს არ ეცნობა მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ. მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზადყოფნისა, სამწუხაროდ, პრეზიდენტების შეხვედრა, რომელიც ტრადიციულად იმართება ქვეყანაში ყველა სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტის დროს, არ შედგა”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში..

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილჰამ ალიევი საქართველოს ეწვია და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ნახეთ მეტი
Back to top button