
რუსული „ვედომოსტის“ ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი შესაძლოა რუსეთში უახლოეს მომავალში შეხვდნენ და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებები გამართონ. მზადება უკვე დაწყებულია.
კომენტარისთვის Radar Armenia-მ მიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრის შტაბს, საიდანაც აცნობეს, რომ პრემიერის ყველა ვიზიტის შესახებ მთავრობა დროულად ავრცელებს ყველა ინფორმაციას.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს ასტანაში გამართულ დსთ-ს ლიდერების შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი რუსეთში შეხვედრისთვის მიიწვია.