მთავარიპოლიტიკა

სომხეთსა და ინდოეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გაიზრდება  – India Narrative

ინდურმა ვებგვერდმა India Narrative ვრცელი სტატიით გააშუქა სომხეთის თავდაცვის მინისტრის სურენ პაპიკიანის ინდოეთში ვიზიტი. „არმენპრესის“ ცნობით, ვებგვერდი წერს, რომ სავარაუდოდ  სომხეთსა და ინდოეთს შორის თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში მას შემდეგ გაფართოვდა,  რაც სომხეთიდან მაღალი დონის დელეგაცია ეწვია ინდოეთს და მონაწილეობა მიიღო განდინაგარში გახსნილ DEFEXPO გამოფენაში.

აღნიშნულია, რომ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა ინდოეთის თავდაცვის მინისტრთან შრი რაჯნათ სინგთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ორმხრივი სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე. „პაპიკიანმა და მისმა თანმხლებმა პირებმა საკმაო დრო დაუთმეს აზიის უდიდეს თავდაცვის ღონისძიებაზე გამოფენილი ნიმუშების შესწავლას“, წერს ვებგვერდი და დასძენს, რომ ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო სამხედრო ესკალაციის ფონზე შედგა.

ვებგვერდი წერს, რომ ინდოეთს აქვს თანმიმდევრული პოზიცია კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და კონფლიქტის მშვიდობიანი და დიპლომატიური მოგვარებისკენ მოუწოდებს.

ნახეთ მეტი
Back to top button