მთავარისაზოგადოება

გენოციდის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაცია გმობს აზერბაიჯანის ქმედებებს

24 ოქტომბერს გენოციდის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციის (IAGS) აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო განცხადება „აზერბაიჯანის აგრესიის შესახებ სომხეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ კავკასიის მკვიდრი სომხების წინააღმდეგ“, რომელიც მკაცრად გმობს აზერბაიჯანის შეჭრას სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე და არცახის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას, გამოხატავს რა შეშფოთებას იმის გამო, რომ არცახის მოსახლეობა გენოციდის საფრთხის წინაშე დგას.

გენოციდის საფრთხის აღმოსაფხვრელად გენოციდის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი ორგანო მოუწოდებს:

• საერთაშორისო საზოგადოებას და აკადემიურ და კულტურულ ორგანიზაციებს დაგმოს აზერბაიჯანის ძალადობა და სიძულვილის ენა სომხეთის წინააღმდეგ და მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა აიძულონ აზერბაიჯანი შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები და სიძულვილის ენა სომხეთის რესპუბლიკისა და არცახის მკვიდრი სომხების მიმართ.

• აზერბაიჯანმა შეასრულოს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება,

• აზერბაიჯანმა გაიყვანოს თავისი ჯარები სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან და პატივი სცეს არცახის სომხების თვითგამორკვევის უფლებას, რაც გარანტირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით (თავი I, მუხლი 2);

• საერთაშორისო თანამეგობრობამ შეზღუდოს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც პასუხისმგებელია აგრესიაზე (დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ), ომის დანაშაულებებზე და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე სომხეთისა და სომხების წინააღმდეგ 2020 წლის სექტემბრიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button