მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის  ყველა დონეზე – კლაარი

ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის ყველა დონეზე, – განაცხადა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრიზისის საკითხებში სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში  ტოივო კლაარმა.

მისი თქმით, ევროკავშირის ჩართულობაზე მოწმობს ევროსაბჭოს პრეზიდენტის  შარლ მიშელის საქმიანობა, რომელმაც ბრიუსელში ოთხი შეხვედრა გამართა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის, ასევე საკუთარი ძალისხმევა ამ მიმართულებით. რეგიონში ევროკავშირის აქტივობის კიდევ ერთი მტკიცებულება, კლაარის თქმით, არის სომხეთში სადამკვირვებლო მისიის განლაგება აზერბაიჯანის საზღვართან.

„ევროკავშირს აქ თავისი ინტერესები აქვს. ეს არის ჩვენი მეზობელი რეგიონი, ამიტომ ჩვენ გვაქვს აშკარა ინტერესი ვიხილოთ სამხრეთი კავკასია მშვიდობიანი და განვითარებული. ამიტომ მნიშვნელოვანია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დარეგულირება“, – განაცხადა მან.

კლაარი იმედოვნებს, რომ სადამკვირვებლო მისია უკეთ აცნობებს ბრიუსელს ადგილზე არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებს, რის მეშვეობითაც შესაძლებელია სამშვიდობო პროცესში უფრო ეფექტური წვლილის შეტანა.

ნახეთ მეტი
Back to top button