საზოგადოება

რეგიონში ყველაზე დაბალი წლიური ინფლაცია სომხეთშია. საქართველო მეორე ადგილზეა

საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში საქართველოში მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა.

სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის სექტემბერში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 11,5 პროცენტი შეადგინა, აგვისტოში კი ეს მაჩვენებელი 10,9 პროცენტი იყო.

მეზობელ თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 2022 წლის სექტემბერში 83,5 პროცენტი შეადგინა.

სექტემბერში აზერბაიჯანში ინფლაციის საერთო დონე აღმავალი ტენდენციით ხასიათდება. სექტემბერში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 15,6 პროცენტი შეადგინა.

მაღალია ინფლაცია რუსეთშიც, სადაც წლიური ინფლაციის მაჩვენებელი სექტემბერში 13,7 პროცენტი იყო.

სომხეთში წლიურმა ინფლაციამ სექტემბერში 9,9 პროცენტი შეადგინა. სხვათა შორის, რეგიონში ყველაზე დაბალი ინფლაცია სომხეთშია, ხოლო საქართველო ინფლაციის მაჩვენებლით სომხეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.

ნახეთ მეტი
Back to top button